გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის, უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განისაზღვრა.
ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და კონფერენციის თავმჯდომარე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.
1786453808
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6198 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1786450677
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ბარამიძის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს...
1786449089
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა კიდევ გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით,...
1786448542
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის გა...
1786447182
ახალი ამბებისასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში
მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. კვლევის მი...































