მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით, ეს არის ისტორიული ფაქტი და ამაში დამნაშავეა რუსეთი
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის 8 აგვისტოდან 2008 წლის 12 აგვისტომდე. ყველა ადამიანი ამას ამბობდა ასე და ყველა დოკუმენტური მტკიცებულება მიუთითებს ასევე იმაზე, რომ რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის 8 აგვისტოს. ის თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, განახორციელა მისი ტერიტორიების ოკუპაცია და განახორციელა მტრული საქმიანობა. ბუნებრივია, ომის დანაშაულებიც ჩაიდინა, რაც ქართველ სამხედროებს ქართულმა ხელისუფლებამ დააბრალა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს, რითაც უქმნიდა რუსეთს მტკიცებულებებს, საბაბსა და მიზეზს საქართველოში შემოსაჭრელად, თუმცა, მდინარაძის თქმით, რუსეთის საქართველოში შემოჭრას ეს ვერანაირად ვერ ამართლებს.
„რაც შეეხება 7 აგვისტოს - 7 აგვისტოს სააკაშვილმა გასცა ბრძანება და განახორციელა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები, რაც, ჩემი აზრით, ასევე მიზანმიმართულად მან მთელ მსოფლიოს აჩვენა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, შეფასებაც არ სჭირდება. არანაირი საბაბი და მიზეზი არ ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, მას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა შემოჭრის უფლება. ის შემოიჭრა საქართველოში, განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედება და ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს. ამის საწინააღმდეგო არც მტკიცებულება არსებობს, არც ლოგიკა. შემდეგ, 2 თვეში, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მხარდაჭერით, მათ დაადასტურეს, რომ უღალატეს საკუთარ ქვეყანას. ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა, ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს და ამ ომის დანაშაულში ქართულმა მხარემ - ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში - უზრუნველყო, რომ ჩვენ მოგვეგო მათი მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად. ეს არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ 1-დან 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ესკალაცია შეინიშნებოდა - იყო დაბომბვები და იყვნენ დაჭრილები. თუმცა, ქართულ მხარეს ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭო არ მოუწვევია და არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება, რომელიც ყველას დაუმტკიცებდა, რომ საქართველო „აბსოლუტურად მართალი იქნებოდა ამ ყველაფერში“.
1786450677
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ბარამიძის განცხადება მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს...
1786449089
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა კიდევ გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით,...
1786448542
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის გა...
1786447182
ახალი ამბებისასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში
მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. კვლევის მი...
1786446732
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება
გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და...































