დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“, ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის საბაბს - ირანის სამოქალაქო საზოგადოების აიათოლას მმართველობისგან დაცვას. ანალიტიკოსი წერს, რომ დღეს ისრაელი აპატიმრებს ებრაელ აქტივისტებს. ქართველიშვილი მიუთითებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე: „დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რაც გუშინ ირანში ხდებოდა. ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების“ დაცვის საბაბით. ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა“, - წერს ქართველიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მსგავს სცენარს საქართველოშიც ვხედავთ. ანალიტიკოსის სიტყვებით, ყოველდღიურად რიგ ევროპულ ქვეყნებში აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ უფლებადამცველების ანგარიშში მინიშნება - „პოლიტპატიმარი“ არ ჩანს.

„აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი საბაბი იყო ირანის სამოქალაქო საზოგადოების დაცვა აიათოლას მმართველობის ტირანიისაგან. თუ მივყვებით ამ ლოგიკას, რომელსაც ხშირად ლოზუნგების დონემდე ამარტივებენ, მაშინ დიახ, მსოფლიო უკვე დიდი ხანია უნდა ქცეულიყო აბსურდის თეატრად, ვინაიდან დღეს უკვე ისრაელის მთელ ტერიტორიაზე მიტინგებზე გამოდის ამ ქვეყნის სამოქალაქო სექტორი „ფაშისტური“ ხელისუფლების წინააღმდეგ და დღეს უკვე, ებრაელ აქტივისტებს აპატიმრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან ქნესეთის მოქმედ დეპუტატებს.

დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რასაც გუშინ ირანში ჰქონდა ადგილი, ესე იგი ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და უკვე ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების“ უფლებების დაცვის საბაბით. დღევანდელი გაუკუღმართებული საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგით, რომელიც ცუდად დაწერილი შავი კომედიის სცენარს წააგავს, მოკავშირეები შეიძლება უფრო სწრაფად იცვლებოდნენ, ვიდრე მომიტინგეთა ლოზუნგები. რეალურად კი სწორედ ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა, რომელიც ნამდვილად ახასიათებს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას: ერთ შემთხვევაში - „ადამიანის უფლებების დაცვა“ ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი, დანარჩენ შემთხვევაში, ეს „სახელმწიფოს შიდა საქმეა“.

საქართველოში ეს მიდგომა დაზეპირებული გვაქვს: ყოველდღიურად საფრანგეთში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით „მუშაობს“. ამიტომ, ისრაელის სამოქალაქო სექტორის „ფაშისტური“ რეჟიმისგან დაცვის მიზნით, ხვალინდელი აშშ/ირანის კოალიციის მოდელირება შავი იუმორი თუ უბრალოდ ხუმრობა კი არა, არამედ საკმაოდ ზუსტი ასახვაა იმისა, თუ როგორ აღიქმება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა გარედან: როგორც სისტემა, სადაც პრინციპები მხოლოდ შერჩევითად გამოიყენება. და რაც უფრო ხმამაღლა ჟღერს სიტყვები „სამოქალაქო სექტორის დაცვის“ შესახებ, მით უფრო ძლიერდება განცდა, რომ ეს უნივერსალური წესი კი არა, არამედ ინსტრუმენტია ტოტალურ უსამართლობაზე დაფუძნებულ სამყაროში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774805143

ახალი ამბები

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი: პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი, ეს ტაძარი ერთიანი საქართველოს ხატის სიმბოლოა

„პატრიარქის ავტოპორტრეტია წმინდა სამების ტაძარი რამდენიმე ნიშნით. ერთი, რომ ყველამ მოინდომა, საძირკველში ქვები ჩაალაგა და ყველამ თავისი სათხოვარი დადო ღვთის წინაშე. მეორე ის, რომ ამ ტაძრის თაღების ქვე...

მიტროპოლიტი დავითი

1774804324

ახალი ამბები

მეუფე დავითი: არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა მხოლოდ პატივია, ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა

„ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის... უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა საკვირაო ქადაგებისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტ...

მეუფე დავითი

1774802288

მსოფლიო

ხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მ...

ქარხანა დაიბომბა

1774801022

ახალი ამბები

რობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭ...

რობერტ ფიცო

1774798199

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.  ისრაელთან მატ...

საქართველოს ნაკრებ