ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს, გეოპოლიტიკურად ესტონეთი, პორტუგალია და საქართველო სხვადასხვა რეალობაში არიან, მაგრამ ევროკავშირს ეს არ აინტერესებს

„რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ისაუბრა:

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე - ჩვენ ახლახან ვიხილეთ, როგორ შეუჩერა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს. არის თუ არა ეს ქმედებები იმ ერების დასჯა, რომლებიც, მათივე განმარტებით, პრიორიტეტს კონსტიტუციურ წესრიგს ანიჭებენ - იმის მტკიცებულებად, რომ ევროკავშირი, დემოკრატიული დიპლომატიის ნაცვლად, ავტორიტარულ შანტაჟს მიმართავს?

ევროპარლამენტარი პასუხობს: „ევროკომისიისთვის, როდესაც სახელმწიფო მათ მიერ დადგენილ ხაზს არ მიჰყვება, მოქმედების ორი გზა არსებობს. თუ სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, ბრიუსელი მათ უყინავს სუბსიდიებს. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი და სლოვაკეთი. ოფიციალურ მიზეზად სამართლებრივი სახელმწიფოს წესების დარღვევა სახელდება. დარწმუნებული ვარ, ამ ტერმინის მნიშვნელობა ევროკავშირში არავინ იცის, თუმცა, ფაქტია, ის ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენება. ამ ფორმით, ბრიუსელი ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლობას აიძულებს, შეცვალოს მთავრობა.

საქართველოს კონტექსტში კი, ევროკომისია ვიზების საკითხით მანიპულირებს. უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შესახებ წესები ევროკავშირმა უკვე შეცვალა, ახლა კი ბიუროკრატები ცდილობენ - თქვენს ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის დაბლოკვის მუქარით, ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ და შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ. ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს. მათ არ ადარდებთ ერების ინტერესები. გეოპოლიტიკურად, ესტონეთი, პორტუგალია და საქართველო სხვადასხვა რეალობაში არიან, მაგრამ ევროკავშირს ეს არ აინტერესებს. ან მიიღებ მათ პოზიციას, ან იქნება - სანქციები. შეხედეთ სლოვაკეთსა და უნგრეთს - ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ იაფი ენერგია, სხვაგვარად მოსახლეობას ხარჯები 20-30%-ით გაეზრდება. ბრიუსელს ეს არ ადარდებს“, - აღნიშნა ტიერი მარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774942612

ახალი ამბები

გიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება

„თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩი...

გიორგი ზერეკიძე

1774942492

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ...

ალექსეი არესტოვიჩი

1774942382

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას

„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პრ...

მიხეილ ყაველაშვილი

1774941251

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მო...

სასაზღვრო პოლიცია

1774940260

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრ...

ეკა სეფაშვილი