დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი მძიმედ აისახა, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა.

მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა.

ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის არმიაც გარკვეულწილად ქაოსურად მოქმედებდა.

საყვარელიძის შეფასებით, საქართველო იმ დღეებში უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა.

„ომი საკმაოდ მძიმედ აისახა... წინა დღეს სრულიად სხვა განწყობა იყო, 2008 წელს, ხალხში მაინც იყო იმის იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა მაინც შეიძლება რაღაც ფორმით ჩვენ აღვადგინოთ, ნაწილი მაინც. მეორე დილას, ზუსტად დროსაც გეტყვით, დაახლოებით იყო 10 საათი და 20 წუთი, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა და გორში, რამდენიმე რაიონში ჩამოაგდო ბომბი.

დაბომბა კომბინატის დასახლება, იყო ასეთი ადგილი, იქ ჩამოაგდო და შემდეგ ესროლა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. პირველად თავში გამიელვა იმან, რომ ალბათ ეს სიზმარია ან კინოფილმში ვარ, მძაფრსიუჟეტიანში იმიტომ, რომ თვითმფრინავმა თავზე გადაგიფრინოს, ბომბი ჩამოყაროს, საოცრებათა სფეროდან თუ შეიძლებოდა რომ წარმომედგინა. მაგრამ ნუ, მერე მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა.

ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოსურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, მინდა გითხრათ. ეს სურათები რომ მახსენდება, იცით, იმ დაცლილი გორის, როცა მტერი შემოდის ფაქტობრივად და ქალაქი დაცლილია და დგახარ კასპთან, აქეთ პოლიციის ძალებთან ერთად...... მაშინ არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. და დავრბოდით.

ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა. მახსოვს ტრაქტორისტის თვალებში შიში, რომელიც უარს აცხადებდა ტრაქტორზე დაჯდომაზე და წასვლაზე, როდესაც სანგრები იყო გასათხრელი. იქ პოლიციის უფროსი იყო მაშინ გელა ანჯაფარიძე. გელამ თქვა რომ: „მე დავჯდები შენს მაგივრად, ნუ გეშინია, წავიდეთ“. იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787419362

მსოფლიო

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა კანადას სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს – „კანადისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასთან“

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა კანადა სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოტავამ უარი განაცხადა უკვე შეთანხმებული პირობების საბოლოო გაფორმებაზე, მიუხედავად...

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა

1787412822

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო. მინისტრმა ა...

რევაზ სოხაძე

1787411071

საზოგადოება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

„ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება“ - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ კურორტ გოდერძიზე ზა...

ლევან დარსალია

1787408454

ახალი ამბები

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვ...

სატვირთო გადაზიდვები

1787406001

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი

 აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზა...

რევაზ სოხაძე