პუტინი: კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც ისედაც ჩამოშლის პირასაა

კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები ეფექტურია.

„ისინი დროულია, უდავოდ ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს – ჩვენს ბიჭებს, გმირებს ფრონტზე, საბრძოლო ამოცანების შესრულებაში. რატომ? იმიტომ, რომ ისინი აფერხებენ ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე პერსონალის როტაციას საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ. ხელს უშლიან უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს იარაღის გაუმჯობესებაში. ეს გაუმჯობესება კი ხდება დასავლელი სპონსორების არა უბრალოდ მხარდაჭერით, არამედ მათი პირდაპირი მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირი და დადებითი გავლენა აქვს სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე, სამხედრო შედეგების მიღწევის თვალსაზრისით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, რუსეთმა დარტყმები უკრაინის „ავანტიურაზე“ საპასუხოდ გააძლიერა.

„ჩვენ გავაძლიერეთ დარტყმები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებზე, მათ შორის კიევში მდებარე საწარმოებზე, დავიწყეთ პასუხის გაცემა მტრის მოქმედებებზე ჩვენი სამოქალაქო სამრეწველო და ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ. კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება. რა გააკეთა მან? მან თავად გახსნა „პანდორას ყუთი“. ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ისედაც ჩამოშლის პირასაა“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, დარტყმები, რომლებმაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, სურსათის გლობალურ დეფიციტს არ გამოიწვევს, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი შეძლებს უკრაინული ექსპორტის ჩანაცვლებას, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა მიზანში რუსული მარცვლეულის საექსპორტო ინფრასტრუქტურა ამოიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787408454

ახალი ამბები

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვ...

სატვირთო გადაზიდვები

1787406001

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი

 აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზა...

რევაზ სოხაძე

1787403690

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ...

ანდრეი სიბიგა

1787400393

მსოფლიო

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დ...

ზელენსკი ზელენსკი

1787397717

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

„ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. მაჭავა...

ლევან მაჭავარიანი