დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

დედოფლისწყაროს განყოფილება კახეთის რეგიონულ სამმართველოს, დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის ფარგლებში დაემატა და სამინისტროსგან გადაეცა შენობა, რომელშიც გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განთავსდნენ.

მინისტრის თანამშრომლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა. განყოფილების თანამშრომლები ამ მიმართულებებით პრევენციულ ღონისძიებებსაც აქტიურად ატარებენ და სამოქმედო ტერიტორიაზე 24-საათიან, უწყვეტ, გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კახეთის რეგიონულ სამმართველოს დედოფლისწყაროში ახალი განყოფილება დაემატა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონში სახელმწიფო გარემოსდაცვითი კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და რეაგირების ოპერატიულობის გაზრდას. გაძლიერებული რეგიონული წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კანონის აღსრულების ეფექტიანობას, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ვაჟა ტაბატაძე, ზურაბ უგლავა და კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი უჩა სოლომნიშვილი იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785009733

ახალი ამბები

ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ...

ბანი

1785007197

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ...

შალვა პაპუაშვილი

1785005048

მსოფლიო

გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, კერძო სახლის სახურავს შეეჯახა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. ინც...

გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

1785003850

სპორტი

ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა

ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა. დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფი...

წყალსათხილამურო

1785000684

ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სასკო...

განათლების სამინისტრო