Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი“ დასრულდეს
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
ეს ცვლილება ფაქტობრივად გააუქმებს ვეტოს უფლებას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თითოეულს აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაბლოკოს. თუმცა, ვადეფულის თქმით, ერთსულოვნება კვლავ სასურველ მიზნად დარჩება.
მისი განცხადებით, კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი „ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, იმ სფეროებშიც იმოქმედოს, სადაც დღეს გადაწყვეტილებების მიღება ჩიხშია შესული“.
„ჩვენი ხელმძღვანელობით უკვე 12 წევრი სახელმწიფო გაერთიანდა, რათა ეს ცვლილება განხორციელდეს“, – განაცხადა ვადეფულმა.
ბოლო თვეებში ფართო განხილვის საგანი გახდა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვა. ვიქტორ ორბანმა, რომელმაც თავდაპირველად სესხს მხარი დაუჭირა, მოგვიანებით მისი დამტკიცება შეაჩერა მას შემდეგ, რაც „დრუჟბას“ მილსადენზე დაზიანებამ უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება დროებით შეაფერხა.
მოგვიანებით, 12 აპრილის არჩევნებში პეტერ მადიართან დამარცხების შემდეგ, ორბანმა პოზიცია შეცვალა და სესხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
„ეს გასულ კვირასაც დავინახეთ, როდესაც თანხები საბოლოოდ გამოიყო. საკმარისია, ერთმა, ან რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საერთო პოზიციას გადაუხვიოს, რომ მთელი ევროკავშირის მოქმედება შეფერხდეს“, — განაცხადა ვადეფულმა ბერლინში.
Euronews-ის მიერ მოპოვებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ალიანსი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს, ევროკავშირი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადოს.
ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ვადეფულმა განაცხადა, რომ მომავალში ახალი წევრების მიღება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და არა ერთბაშად.
მისი თქმით, ასეთი ეტაპობრივი მიდგომა შესაძლოა, დაეხმაროს იმ წინააღმდეგობის დაძლევას, რომელიც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ არსებობს.
ვადეფულს უკრაინა პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა ბოლო წლებში არაერთხელ განიხილებოდა წინადადება, რომლის მიხედვითაც, კიევს ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებამდე შეზღუდული, ან ნაწილობრივი წევრობის ფორმა შეიძლება შესთავაზონ.
1784994756
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, რომლებიც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, რომლებიც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,...
1784993606
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც...
1784990302
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გად...
1784988498
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ო...
1784987756
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისი იყო. ბიძგების სიმძლა...































