შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად კახეთში ქართული ხორბლისა და პურის კულტურის ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში - „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად ხორბლის კულტივაციის კერაცაა.

ხორბლის უნიკალური ჯიშები გვაქვს. 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხზე საუბრის გარდა, ამაში დავინახოთ ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ალოობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საგამოფენო სივრცე, ასევე, სამეცნიერო და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

ღონისძიება სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784994756

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, რომლებიც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

 სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, რომლებიც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,...

გიორგი სოსიაშვილი

1784993606

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს

 საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც...

ლევან მაჭავარიანი

1784990302

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა

 პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გად...

ლევან მაჭავარიანი

1784988498

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი

1784987756

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისი იყო. ბიძგების სიმძლა...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა