გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, კერძო სახლის სახურავს შეეჯახა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11 საათზე ქვემო საქსონიაში, ოლდენბურგის მახლობლად, განდერკეზეს თემში მოხდა. მსუბუქმა თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და ცხვირით კერძო სახლის სახურავს შეეჯახა.
სახლის მცხოვრებლები ავიაკატასტროფის დროს შინ არ იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შეტყობინების მიღების შემდეგ ავარიის ადგილის გარშემო 100 სახლიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა და საჰაერო სივრცე დაკეტა.
საჰაერო მოძრაობის მონიტორინგის სამსახურების ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Tecnam P 2010 TDI-ის ტიპის, დაახლოებით 8 მეტრის სიგრძის იყო. ის იმ დილით ბრემენიდან აფრინდა, ცოტა ხნით განდერკეზეს აეროპორტში დაეშვა და აფრენიდან ექვსი წუთის შემდეგ ჩამოვარდა.
1784993606
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც...
1784990302
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის შეტანის გად...
1784988498
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადეკვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ო...
1784987756
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისი იყო. ბიძგების სიმძლა...
1784986060
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 26-27 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზ...































