ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ რედაქციაში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად აისახა.
მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად კოდექსში რიგი პუნქტები გაუქმდა, ასევე, პროექტს ახალი ჩანაწერები დაემატა, რომლითაც არსებული პუნქტები დაზუსტდა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთებით არის განპირობებული.
თამარ იოსელიანმა კომიტეტს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მუხლობრივად გააცნო და განაცხადა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ტექსტის რედაქცია კომიტეტს უცვლელად, შესწორებების გარეშე წარედგინა.
კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით წარადგინა.
როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, წინა სასესიო კვირაში პარლამენტმა უკვე მიიღო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელშიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება გაიწერა - შემსყიდველ ორგანიზაციას იმ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შეეძლება, რომლის დამფუძნებელი, ან მმართველ რგოლში შემავალი პირი ცალკეულ დანაშაულშია მხილებული.
ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტის წევრებს იგივე ჩანაწერის კანონპროექტში შეტანა შესთავაზა, რაც კომიტეტმა გაიზიარა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე მეორე მოსმენით „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი უცვლელი რედაქციით წარადგინა.
სხდომაზე კომიტეტის წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში ორ სხვადასხვა ცვლილებას გაეცნენ, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინეს.
კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ რედაქციაში შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა და კანონპროექტებში მხოლოდ იურიდიული ტერმინოლოგია დაიხვეწა.
სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
1780912004
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია
თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი, ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით,...
1780910633
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული
„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენე...
1780908581
ახალი ამბებინატალია ჭყოიძე: როდესაც მყისიერ საგადახდო სისტემას ლოკალურად დავნერგავთ - სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია
„როდესაც მყისიერი საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურას ლოკალურად დავნერგავთ და გავმართავთ, სამომავლო გეგმაა სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურებთან ინტეგრაცია“, - ამის შესახებ სებ-ის საგადახდო სისტემების დეპა...
1780907477
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ და...
1780907279
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს
„როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრ...































