დავით სონღულაშვილი UNDP-ის წარმომადგენელს და კორეელ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნინო ანთაძეს და საერთაშორისო ექსპერტს ქუანგ-იანგ კიმს შეხვდა.
კორეელმა საერთაშორისო ექსპერტმა ქუანგ-იანგ კიმმა, ქართულ მხარესთან პარტნიორობით, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აპლიკაცია Georgia Climate Services for Agriculture (GECSA) შექმნა. აპლიკაცია GECSA ფერმერებსა და აგრარული სფეროს წარმომადგენლებს კლიმატური რისკების, მათ შორის მავნებლებისა და დაავადებების შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჟამად, აპლიკაცია პილოტირების რეჟიმშია და კახეთის, შიდა ქართლის ასევე, ნაწილობრივ ქვემო ქართლის რეგიონს ფარავს.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა UNDP-ისა და საერთაშორისო ექსპერტს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, დარგში ციფრული სერვისების დანერგვის და განვითარების მნიშვნელობას. მინისტრმა კლიმატური ცვლილებების ფონზე აგროსექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
ნინო ანთაძემ სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აპლიკაციის გამოყენების არეალის გაფართოება.
ქუანგ-იანგ კიმმა აპლიკაცია GECSA UNDP-ის პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში" ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შექმნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ზურაბ ეზუგბაია, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
1770109091
საზოგადოებაირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ისაუბრა და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება შეაფასა...
1770108417
საზოგადოებაპარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველივე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია „ზოგადი განათლებისა“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები. ამას...
1770108367
ახალი ამბებიგია ვოლსკი - აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რას ხმარდება
„შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური...
1770107446
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში
„შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტი; ის წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობას მოერგოს გეოპოლიტიკურ რეალობებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლ...
1770106741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ გრძელვადიან პარტნიორად აღიქვამს
ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, გა...


























