კირცხალია შვედეთის Moderate Youth Party-ს: გარემოება, რომ თავისუფლების პრიზი გადაეცით მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში აქტია
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრიზის გადაცემა მოძალადე რადიკალებისთვის, Moderate Youth Party-ის მიკერძოების და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში, არამეგობრული აქტია.
კირცხალია შვედურ მხარეს მიმართავს, რომ მათი შეშფოთება, არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც მათი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია.
„გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის, მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს - რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1770110727
ახალი ამბებიდონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს, გიორგ...
1770109123
საზოგადოებაბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბანკი ქართუ ეხმიანება TV პირველის მიერ გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ სიუჟეტს და ცრუ ბრალდებებს ბანკი ქართუს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდ...
1770109091
საზოგადოებაირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ისაუბრა და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება შეაფასა...
1770108417
საზოგადოებაპარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველივე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია „ზოგადი განათლებისა“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები. ამას...
1770108367
ახალი ამბებიგია ვოლსკი - აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რას ხმარდება
„შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური...


























