ირაკლი კირცხალია „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ ისაუბრა და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება შეაფასა.

კირცხალიამ გაახმოვანა მმართველი გუნდის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში, კონკრეტული ინსტიტუტები და ორგანიზაციები, თანამშრომლობის ნაცვლად, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

„მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს „შეშფოთებების სერიიდან“.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს - სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ „ეუთოს“ წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770110727

ახალი ამბები

დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს, გიორგ...

ააა

1770109239

ახალი ამბები

კირცხალია შვედეთის Moderate Youth Party-ს: გარემოება, რომ თავისუფლების პრიზი გადაეცით მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში აქტია

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლე...

ირაკლი კირცხალია

1770109123

საზოგადოება

ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს

ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბანკი ქართუ ეხმიანება TV პირველის მიერ გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ სიუჟეტს და ცრუ ბრალდებებს ბანკი ქართუს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდ...

ბანკი ქართუ

1770108417

საზოგადოება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირველივე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია „ზოგადი განათლებისა“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები. ამას...

პარლამენტი

1770108367

ახალი ამბები

გია ვოლსკი - აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რას ხმარდება

„შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური...

გია ვოლსკი