დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვი დამარცხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, 8 მაისს ჩატარებულ „მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო.
ინფორმაციას, რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიბილოვმა დამარცხება გასულ ღამითვე აღიარა, გაგლოევმა კი ხალხს „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ მადლობა გადაუხადა. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, ალან გაგლოევმა ცხინვალში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც თავისი აზრი გამოხატა და ამაყობს, რომ ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნების“ შედეგები აღიარა. გაგლოევმა ისიც თქვა, რომ ახალ გუნდს შექმნის.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ალან გაგლოევს ხმა მისცა 38.55%-მა და ანატოლი ბიბილოვს 34.95%-მა. იმის გამო, რომ ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, საჭირო გახდა "მეორე ტურის" დანიშვნა. გაგლოევმა ბიბილოვი დიდი უპირატესობით დაამარცხა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, რომლის მცხოვრებთ, ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ბიბილოვის მიერ, დანარჩენ საქართველოსთან 2019 წელს დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნას.
ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ბიბილოვი აქცენტს აკეთებდა რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად რეფერენდუმის ჩატარებაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკრაინაში საომრად გაგზავნა ადგილობრივი სამხედროები, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ რუსეთის საოკუპაციო ბაზაზე.
წყარო: რადიო "თავისუფლება"
1786534490
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირ...
1786532569
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძ...
1786532312
ახალი ამბებიპრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია
„2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გა...
1786531087
ახალი ამბებიპრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს
„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვა...
1786530020
ახალი ამბებიპრემიერი: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ
მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავ...































