დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
მანვე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან.
1764226506
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 200...
1764226327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ.დააკავეს. ინფ...
1764226162
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესა...
1764224480
ახალი ამბებილევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია
მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის...
1764223475
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან
საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შ...






























