პრემიერი: ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები. სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით

ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მოუსმენია.

„ჩვენ დეტალურად განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუ არსებობს შენიშვნები 7-დან რომელიმე გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შენიშვნა ამ გამოწვევებთან დაკავშირებით. გამოწვევა რომ გამოწვევა არ არის, ეს დღეს არავის უთქვამს. არის 7 გამოწვევა და მე მგონია, რომ შვიდივე გამოწვევაზე ყველა ვთანხმდებით. და თუ ეს გამოწვევები არსებობს, თუ გვაქვს გამოწვევები მაგალითად კადრების, პროგრამების, სახელმძღვანელოების, ინფრასტრუქტურის კუთხით, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? და რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. მოვისმინეთ გარკვეული კრიტიკა, თუმცა ალტერნატიული ხედვა არავის წარმოუდგენია, თუნდაც ზოგად დონეზე. ჩვენ შეგვეძლო, დღეს მოგვესმინა განსხვავებული ხედვა, მაგალითად საკადრო პოლიტიკა ჩვენ ასე დავინახეთ, რომ ასე უნდა შეიცვალოს, შეიძლება, თქვენ გქონდეთ განსხვავებული აზრი, ან ინფრასტრუქტურის ნაწილში შეიძლება თქვენ გქონდეთ განსხვავებული ხედვა და ამაზეც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სტუდენტების 85% უნდა დარჩეს თბილისში, შეიძლება ეს სჯობს, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე არგუმენტებით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, ახალი ფუნქცია შევძინოთ ქუთაისს და რუსთავს, ეს კარგია თუ ცუდია, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ არგუმენტებით. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვარგა, როდესაც არასრულ განაკვეთზე არის აკადემიური პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, იქნებ კარგია ეს, მაგრამ არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, 7 გამოწვევა და ამ გამოწვევების ფარგლებში ჩავშალეთ კონკრეტული ქვეპრობლემები. თუ ვერ ვთანხმდებით ამაზე, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით. მომავლისთვის კარგი იქნება, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, არის კონკრეტული გამოწვევა, პირობითად - საკადრო პოლიტიკა. თუ ვინმე სხვანაირად ხედავს, უნდა გვითხრას, რომ სხვანაირად ხედავს და იქნებ სხვანაირად გავაკეთოთ. მე ვისურვებდი, სამომავლოდ, თუნდაც ინტერპელაციის ან ნებისმიერი სხვა პროცედურის ფარგლებში ასე ვიმსჯელოთ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764155213

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის,...

მარიამ ქვრივიშვილი

1764153960

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭავჭავაძის N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შესული შეტყობინების საფუძველზე „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტი შეამოწმეს, რის შედეგადაც ვადაგასული ფრინველის ხორცი, ე...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1764153166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით, დაახლოებით 500 მილიონს ველოდებით წელიწადში გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება

Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, მაქსიმალური 10 წელიწადი, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს დამოკიდებული, თავად კომპანიის ინტერესშია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვ...

 ირაკლი კობახიძემ

1764152833

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა: ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“

ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ასევე, მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პარტ...

ირაკლი კირცხალია

1764152543

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ

Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის...

ირაკლი კობახიძე