დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - ინდმეწარმე ლ. ნ. (მის: ჰერეთის ქ. N43, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501, დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა.
1770731504
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მუდმივი გარე ზეწოლის პირობებში, საქართველომ აირჩია სტაბილურობა და არა პროვოკაცია, დიალოგი და არა იზოლაცია, გრძელვადიანი ეროვნული ინტერესი და არა მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი
საქართველო ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს ლიდერები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინი...
1770729051
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6838 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6856 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1770728574
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: გამოცდილი ინვესტორი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, გამოცდილებით და ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით - ეს ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში
„წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას...
1770726799
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან
„ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირვე...
1770724499
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გვთხოვდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა და ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ამ დროს კი ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინის თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში
ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი...



























