მარიამ ქვრივიშვილი: გამოცდილი ინვესტორი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, გამოცდილებით და ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით - ეს ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში
„წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ინვესტორებს, ზოგადად, საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის და მეტწილად, ეს ცდება მხოლოდ კონკრეტული დარგების განვითარებას.
„გამოცდილი ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, დიდი გამოცდილებით, ისევე როგორც ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით - ამას ჩვენ განსაკუთრებულად ვხედავთ და ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, სერვისთან და სხვა მიმართულებებთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ცოდნა, გამოცდილება თუ სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორს ქვეყანაში მოაქვს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მზარდია და ვითარდება ახალი პროექტები, მათ შორის, მინისტრმა აღნიშნა ისტორიული, 6.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში, რომელიც თბილისსა და გონიოში ორი ახალი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
„მისასალმებელია ყველა ინვესტიცია, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამატებით დანახარჯებზე დამატებით ინვესტიციას კონკრეტული მიმართულებების განვითარების კუთხით, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაკუთრებით ღირებულია ის, რაც იქმნება ინვესტორების მხრიდან - ეს არის დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის დასაქმების, ცნობიერების, განათლებისა თუ გარკვეული უნარ-ჩვევების გაზრდის, გაღრმავებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1770724499
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: გვთხოვდნენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა და ეკონომიკა ჩამოგვეშალა, ამ დროს კი ბალტიის ქვეყნები კაუჩუკის, ღვინის თუ ვისკის ექსპორტით რეკორდებს ამყარებდნენ რუსეთში
ევროპის არარჩეული ბიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს არათუ ორმაგ სტანდარტებს, არამედ უსტანდარტობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი...
1770722713
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ - პროკურატურა ძალადობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისი...
1770721325
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 118,147 ლარის ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლე...
1770720754
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ხვალიდან აქტიურ მუშაობას იწყებს, შეხვედრა გვექნება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან
ხვალიდან ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია აქტიურ მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისი...
1770719629
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია, დროის მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა, ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში
„ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა. ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართ...




























