ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან
„ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამერიკული მხარის გზავნილები სასიხარულოა და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი ერთში ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ჩვენს შორის რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ამასთანავე, ჩვენ ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით მუდმივ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან, ვაწვდით ინფორმაციას.
„ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმული არის და, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან სასიხარულო არის იმ გზავნილების მოსმენა, რა გზავნილებიც მოისმინეს ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1770722713
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ - პროკურატურა ძალადობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისი...
1770721325
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 118,147 ლარის ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლე...
1770720754
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ხვალიდან აქტიურ მუშაობას იწყებს, შეხვედრა გვექნება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან
ხვალიდან ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია აქტიურ მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისი...
1770719629
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია, დროის მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა, ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში
„ბრიტანეთში არ არის სახარბიელო სიტუაცია. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა. ბრიტანეთმა უნდა იზრუნოს თავის თავზე, დემოკრატიაზე თავის ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართ...
1770716743
ახალი ამბებინისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალ...





























