მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა
„ჩვენ პერმანენტული არასტაბილურობის მდგომარეობაში ვართ - ადგილი ჰქონდა სატარიფო მუქარას, რომელიც 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად გამწვავდა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-თან ურთიერთობების კომენტირებისას.
„2025 წლის შემოდგომიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპმა განაახლა მოლაპარაკებები დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან და მოსთხოვა მათ, აეწიათ ფასები ევროპაში ან შეეზღუდათ ევროპული წვდომა გარკვეულ მოლეკულებზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებას“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.
„იქნება კრიზისი, არასტაბილურობა. სახეზეა არაპროგნოზირებადობა. და ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, საუკეთესო გზა რისკების შემცირება, დამოკიდებულებების შემცირება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა, ნაცვლად იმისა, რომ მომდევნო კრიზისებს დაველოდოთ“, - დასძინა მან.
1770734141
საზოგადოებაბოჭორიშვილი: დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივების გავრცელება საზოგადოების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის იარაღად იქცა - სიმართლე მდგრადობის ქვაკუთხედია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე გამოსვლისას დეზინფორმაციაზე, როგორც გავლენის იარაღზე, გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე გლობალურ ხასიათს ატარებს. „დეზი...
1770733361
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, არამედ აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, შავი ზღვა კი რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭედ გვევლინება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, იყოს თანამშრომლობ...
1770731892
მსოფლიოჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშო...
1770731504
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მუდმივი გარე ზეწოლის პირობებში, საქართველომ აირჩია სტაბილურობა და არა პროვოკაცია, დიალოგი და არა იზოლაცია, გრძელვადიანი ეროვნული ინტერესი და არა მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი
საქართველო ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს ლიდერები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინი...
1770730360
ახალი ამბებიდედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწ...


























