დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე

„პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.

დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.

„სამძიმართან ერთად დღევანდელი დღე იყო დღესასწაული, გარდაცვალებაც იყო დღესასწაული. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ის ისეთ დროს გარდაიცვლება, როცა ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს ვუყურებდი ამას, როგორ გვიქადაგებს უწმინდესი და რაზე გვესაუბრება - ამათზე დგას ქვეყანა, ცრემლმორეული ბავშვები თეთრი ვარდებით მიდიოდნენ თავის ნათლიასთან. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც პატრიარქმა აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. დღეს მათ თვალებში ვხედავდი, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან, ერთმანეთი ეყვარებათ. მას რომ უყვარდა საქართველო უნდოდა ყველას ასე გვყვარებოდა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

სასულიერო პირმა ილია II-ის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა და მათ შორის ადამიანების სიყვარული გამოყო.

„მთელი მისი მოღვაწეობა იყო უდიდესი მოღვაწეობა. პირველი რაც მას ყველაზე ძვირფასი თვისება ჰქონდა, ის არავის არ განიკითხავდა, მას ყველა ადამიანი უყვარდა, მიუხედავად მისი მაგინებლებისა, ყოველთვის მათზე ლოცულობდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მამა შალვამ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ სამების ტაძარი პატრიარქის და ქვეყნის სახეა.

„სამების მშობლობა როცა დაიწყო ვერავინ იჯერებდა, რომ ამხელა მასშტაბის ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო. პატრიარქს ეს გამოცხადებით ჰქონდა, რომ აქ უნდა აშენებულიყო. როცა მიწა მოიჭრა ტაძრის საძირკვლისთვის იქ აღმოჩნდა კლდე, ზუსტად ტაძრის ზომის და იმაზე დაშენდა ეკლესია. დღეს სამება არის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის სახე. ჩემთვის პატრიარქი საქართველოა, როგორც პატრიარქი გაატარეს ამ ჯვარცმას, საქართველომაც ასე გაიარა: დაცემა, წაქცევა, ბრძოლები, ამას გავდიოდით სულ. დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანზე გვაქვს საუბარი. როგორც ილია ჭავჭავაძის დროს ვერ წარმოედგინათ, უფრო დიდი მოღვაწის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773949021

ახალი ამბები

ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა“, - წე...

ვიქტორ ჯაფარიძე:

1773944968

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო

ისრაელში განვითარებულ მოვლენებსა და ეკლესიის როლზე ისაუბრა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდებში სულიერი სიმტკიცე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. „უწმინდესმა პანდემიის დროს მაგალითი მისც...

საზოგადოეა

1773944410

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართვე...

გიორგი ჯინჭარაძე

1773942617

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნე...

ავტობუსი

1773942445

ახალი ამბები

თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები. დღეს, 19 მარტს თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული...

თბილისის მეტრო