ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა

„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად“, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.

„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა - თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.

პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, - აღნიშნა პოეტმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773949021

ახალი ამბები

ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა“, - წე...

ვიქტორ ჯაფარიძე:

1773944968

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო

ისრაელში განვითარებულ მოვლენებსა და ეკლესიის როლზე ისაუბრა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდებში სულიერი სიმტკიცე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. „უწმინდესმა პანდემიის დროს მაგალითი მისც...

საზოგადოეა

1773944410

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის თავმჯდომარე ასევე, საქართვე...

გიორგი ჯინჭარაძე

1773942617

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნე...

ავტობუსი

1773942445

ახალი ამბები

თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები. დღეს, 19 მარტს თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული...

თბილისის მეტრო