დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი

დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი.

სემეკში გაზისა და დენის ტარიფებზე დღეს იმსჯელებენ. დღის წესრიგშია კიდევ 20-მდე საკითხი.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები - ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული, დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766993903

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშ...

გუდაური-კობი

1766993434

ახალი ამბები

„ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ - ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგ...

ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

1766992086

ახალი ამბები

ზურაბ რურუა ბაჩო ახალაიაზე: ვურჩევდი, უფრო სერიოზულ თემაზე გადავიდნენ, რადგან, ასეთი მყარი მტკიცებულებების შედეგად, ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები ელით და სჯობს, ამისთვის მოემზადონ

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას მძიმე სასამართლო პროცესები ელის. „ვიდეოჩანაწერებით დავინახეთ, რომ დამხობის ორგანიზატ...

ზუკა რურუა

1766991443

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ა.მ. და...

 თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

1766990094

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში...

ორი პირი დააკავეს