შალვა პაპუაშვილი „კამიტზე“: გამოძიება ჩატარდა, გამჭვირვალე იყო პროცესი, მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა მასალა ვაჩვენოთ
ყველა დეტალთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და, რაც მთავარია, ითქვა, არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? - მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ტრიქლორეთილენი გამოყენებული იყო სხვა დღეებში, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უსაუბრია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ერთადერთი, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც ცდილობს, მოებღაუჭოს და ჩაეჭიდოს რადიკალური ოპოზიცია მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად“.
„იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, პირველი, უნდა მივხვდეთ, რაც დაგვანახა ამ საქმემ, არის ის აბსოლუტურად ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ იყო აწყობილი, შეთანხმებული და ორკესტრირებული, სადაც „ბიბისის“ თავისი როლი ჰქონდა, ევროპარლამენტს თავისი როლი ჰქონდა, სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსს თავისი როლი და ქართველ რადიკალებს თავისი როლი. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა „ბიბისის“, ევროპარლამენტის და ქართველი რადიკალების, მათი მედიის ხელით. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უნდა გამოვიტანოთ.
რაც შეეხება გამოძიებას, სინამდვილეში ხომ უმარტივესი საკითხია. გამოძიება ჩატარდა, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო პროცესი, ყოველი ნაბიჯი გამოძიების იყო, ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებასაც, მედიასაც. ყველა დეტალთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და, რაც მთავარია, ითქვა, არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? - მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ. მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები, თუ რაიმე კითხვა არსებობს, რატომ არ მოდიან და რატომ არ უყურებენ?“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1767000735
ახალი ამბებიდენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - დავით ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი
დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზრდება - სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება პრემიერთან შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი. სემეკში გაზისა და დენის ტარიფებზე დღ...
1766997062
ახალი ამბებიდავით ნარმანია - ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება
„ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კ...
1766995817
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი საკუთარი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას
„საბოლოო ჯამში, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა“, - განაცხადა ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,...
1766995313
ახალი ამბებიპაპუაშვილი: არანაირი კავშირი დღგ-ს სურსათის მაღალ ფასებთან არ აქვს, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია, მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე - ეს არის ბუნებრივი პროცესი თუ არის კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის
„არანაირი კავშირი დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს. მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა წლებია. მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე - არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი თუ არის გარკვეული კარ...
1766993903
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშ...































