დავით ნარმანია - ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში, არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება
„ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და შენარჩუნდება“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, რომ დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული, დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში. ხოლო, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამაზე გავაკეთე განცხადება, რომ გარკვეული, მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ, ველოდებით, რომ არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“,- აღნიშნა ნარმანიამ.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღეს არ არსებობს ის ფაქტორები, რომლითაც ტარიფების ზრდა იყო შესაძლებელი.
„ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, ეს გვქონდა, რადგან მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში. მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზირება, ჰიდროსადგურების დარეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივი პროცესია“,- განაცხადა ნარმანიამ.
1766993434
ახალი ამბები„ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ - ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა
ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგ...
1766992086
ახალი ამბებიზურაბ რურუა ბაჩო ახალაიაზე: ვურჩევდი, უფრო სერიოზულ თემაზე გადავიდნენ, რადგან, ასეთი მყარი მტკიცებულებების შედეგად, ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები ელით და სჯობს, ამისთვის მოემზადონ
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას მძიმე სასამართლო პროცესები ელის. „ვიდეოჩანაწერებით დავინახეთ, რომ დამხობის ორგანიზატ...
1766991443
ახალი ამბებიმარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ა.მ. და...
1766990094
ახალი ამბებისამართალდამცველებმა არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში...
1766989434
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 7 პირი დააკავა - დახურულია 12 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორ...































