დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი.

„შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ, 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ატვირთული იყო ცესკოს ვებგვერდზე.

სულ შემოვიდა 24 314 განაცხადი. კონკურსანტებიდან 9 117 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 197 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით. გამოცდები ასევე ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755461651

მსოფლიო

„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტა...

ომი უკრაინაში

1755458100

საზოგადოება

ალექსანდრე ასათიანი: ვგეგმავ, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება

 ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტ...

ალექსანდრე ასათიანი

1755457800

საზოგადოება

ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა: ვიცი, რა არის მუნიციპალიტეტის გამოწვევები. მინდა, ის გამოცდილება, რაც მაქვს ჩემს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოვახმარო

 „აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და მუნიციპალიტეტის გამოწვევები ვიცი, რა არის. მინდა, ის გამოცდილება, რაც მაქვს, მოვახმარო ჩემს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა...

ზამურ ჭითანავა

1755455057

საზოგადოება

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელ...

ურსულა ფონ დერ ლაიენი

1755453709

სპორტი

მიქაუტაძე: პირველი გოლის გატანას მოუთმენლად ველოდი და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო

 „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა. როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ის გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ...

გიორგი მიქაუტაძ