დავით ჩიხელიძე: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები სცენარის ნაწილია, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით - ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც ეხმიანება ოქტომბრის არჩევნებისთვის ლიეტუვაში, ქართველი აქტივისტების გადამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი განცხადებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით - ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით.
როგორც „პრაიმტაიმი“ იუწყება, ლიეტუვაში მიმდინარეობს ქართველი აქტივისტების გადამზადება, რათა არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანა მოხდეს. ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით. მაგალითად, წარსულში მსგავსი მისია აკერმანს და ქართველ ევროკრერინებს ეკისრათ, აკერმანი ატარებდა მსგავს ტრენინგებს, რომლებიც ადგილობრივ აქტივისტებს აძლევდნენ ინსტრუქციებს, როგორ მოეგვარებინათ პოლიტიკური, „კრიზისი“ ქუჩის გზით.
დღეს ახალი ლიდერი გამოჩნდა, რომელიც საქართველოში არც ჩამოდის, პირიქით, შენ უნდა წახვიდე, ეახლო ბატონებს, უცხოელისგან მიიღო ქვეყნის დანგრევის გეგმა და ამით ბედნიერი, სამშობლოში, უსამშობლო დაბრუნდე...
ასეთი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხდება არჩევნებით - არა ქუჩით და არეულობით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელს უწყობენ ძლიერი და პროფესიონალური ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც დღეს მზად არიან არ დაუშვან არეულობა და დაიცვან საქართველო.
საკმაოდ სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანა არა გარედან, უცხოელების მიერ დაწერილი სცენარით, არამედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმართება“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
1755500261
ახალი ამბებიაჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ახალსოფელში, წყარო-კომენდატურას მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, წყარო-კომენდატურას მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამე...
1755498086
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს
ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ქართული...
1755495561
ახალი ამბებიტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ აიწევს - 18 აგვისტოს ამინდი ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +30 - მზიანი სოხუმი +3...
1755493374
ახალი ამბებიზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგანცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც მისივე თქმით, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და...
1755461651
მსოფლიო„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება
უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტა...