მეუფე შიო - ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს

„ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ეპოქა შექმნა.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. მის შესახებ რამდენიმე სიტყვით ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით და დიდია ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ მის ეპოქაში, ჩვენმა მთელმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა  მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ასე რომ, არ ვიცი, ღრმერთმა გაგვაძლიეროს ყველა და იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო  განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773770473

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ

„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში...

 დიმიტრი ხუნდაძე

1773767995

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია

პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...

 დიმიტრი ხუნდაძე

1773765338

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალ...

დიმიტრი სამხარაძე

1773764343

ახალი ამბები

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა. „პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარ...

სოფიო ასპანიძე

1773762403

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია გადაყვანილი. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად არის მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონიც. მიხეი...

მიხეილ ყაველაშვილი