დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ

„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის კომენტირებისას.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველ ხალხს ახსოვს არაერთი შემოტევა ევრობიურიკრატების მხრიდან, რომლებიც ქვეყანას არ ჰპატიობენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. ეუთოს დასკვნა, მისი თქმით, ერთ-ერთი მორიგი შემოტევის მაგალითია.

„ეს არ იყო პირველი და გასაკვირი დასკვნა. ჩვენ ასეთი ანგარიშები ბევრი ვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. იყო ომში საქართველოს ჩართულობის ძალიან მაღალი შანსი და სურვილი იმის, რომ საქართველოს მონაწილეობა მიეღო ამ ცხელ პროცესებში. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დაიწყო აქტიური შემოტევა.

გახსოვთ ალბათ, 5 რევოლუციის და „მაიდნის“ მოწყობის მცდელობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისას ატეხილი ერთი ამბავი, რომ თითქოს გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა სჯობია. არადა, ერთ-ერთ მაღალი ევროპული სტანდარტია გამჭვირვალობა. მათ კი, ამერიკული კანონი რუსულად მონათლეს. ძალიან ბევრი შემოტევა იყო. მათ შორის, ევროპა გსურს თუ არა და უცებ სცენაზე გამოიყვანეს მსხვილად დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი.

სწორედ ამიტომ, დააზღვია პროცესები ხელისუფლებამ და ჩვენი, „ხალხის ძალის“ ინიციატივაც იყო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოგვეტანა. ამას მოჰყვა გრანტების შესახებ კანონი. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო ლიბერალებისათვის. ისინი ნელ-ნელა კარგავენ ინსტრუმენტს იმისა, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ევრობიუროკრატები საქართველოს საზოგადოებას არ ჰპატიობენ სურვილს, რომ ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ჩვენი ხვალინდელი დღე თავად განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები ჩვენვე მივიღოთ. მანამდე მიჩვეულები ვიყავით, რომ გადაწყვეტილებები არა ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთ იწერებოდა. ბევრი გადაწყვეტილება ჯერ გარეთ თანხმდებოდა და შემდეგ შიგნით ხდებოდა მათი გაჟღერება.

ევრობიუროკრატებმა ბოლო პერიოდში შანტაჟის მექანიზმად გააქტიურეს ვიზალობერალიზაციის საკითხი და საზოგადოებას ვიზების გაუქმებით დაემუქრნენ. ახლა მოძებნეს კიდევ ერთი ახალი თემა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც შემოტევის ახალი ინსტრუმენტი გახდა. მისმა ავტორმა, კარგად ვიცით, რომ 2 დღეში დაწერა დასკვნა, რომელშიც საქართველოში გამართული შეხვედრების დროს გაჟღერებული არგუმენტები არსად მოუხსენიებია და ის მხოლოდ ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობოების მიერ წინასწარ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ააგო.

რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ღიაა და ეჭვსაც არ იწვევს არაფერი, მით უმეტეს, რომ ავტორი არის პოლონეთის მთავრობასთან დაახლოებული პირი. გვახსოვს არაერთი განცხადება და ქმედება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, როცა სააკაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში მათ მიერ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ მხარდაჭერა ხდებოდა, როგორც სიტყვიერად ასევე ქმედებით. მაგალითისათვის საკმარისია ისიც, რომ ისინი ცდილობდნენ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა წინდებით გაეტანათ ქვეყნიდან და მათთვის სასურველი შედეგი შემდეგ თითქოს დადასტურებული სახით წარმოედგინათ ქვეყნისთვის.

ამგვარი რამ მოხდა ამ დოკუმენტთან დაკავშირებითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ. მაგრამ მთავარია, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი და გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან ერთად ვიღებთ ისე, რომ უპირატეს არჩევანს ვაკეთებთ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე.

მართალია ჩვენ არ გვპატიობენ ამ ხარისხის დამოუკიდებლობას და რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების სახით საკუთარ წარმომადგენლობას ხშირად აჟღერებინებენ პოზიციას, რომ მათ სურთ დამოკიდებულება და არა დამოუკიდებლობა. ბოლო პერიოდში ოპოზიციის დირიჟორობით ჩატარებული არაერთი თავყრილობა გვახსოვს და მანამდე თუ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე ყოველთვის ჟღერდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ისინი პირიქით - დამოკიდებულებას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ კუბილიუსმა ეს განაცხადა, ბრიუსელმა ეს მოითხოვა, ახლა ეუთომ ასეთი დასკვნა შემოიტანა, მაგრამ არაუშავს, გავუძლებთ - ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773764343

ახალი ამბები

სოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა. „პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარ...

სოფიო ასპანიძე

1773762403

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია გადაყვანილი. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად არის მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონიც. მიხეი...

მიხეილ ყაველაშვილი

1773762299

ახალი ამბები

„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობ...

მიხეილ სარჯველაძე

1773762104

ახალი ამბები

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით

ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ „კავკასიის მე...

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

1773760885

ახალი ამბები

მაჭავარიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ეს მეტყველებს იმ ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს ყველაფრის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ. „ეს მეტყველებს ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც...

ლევან მაჭავარიანი