საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
დღეს, 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა კლინიკასთან გააკეთა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს. მისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან 1000-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 15-დან 47-მდე შეიცვალა. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია. ილია II აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობდა ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
1773767995
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა...
1773765338
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალ...
1773764343
ახალი ამბებისოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა. „პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარ...
1773762403
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ მივიდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია გადაყვანილი. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად არის მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონიც. მიხეი...
1773762299
ახალი ამბები„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობ...































