დიმიტრი ხუნდაძე ესტონეთის საელჩოს მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე: სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის მხრიდან ილიაუნის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, ელჩმა კარგად იცოდა სტუდენტების მხრიდან დაგეგმილი აქციის შესახებ და როგორც ჩანს, ასეთ დღეს სტუმრობა, სხვა არაფერია, თუ არა ღია მხარდაჭერა.
დიმიტრი ხუნდაძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ხშირად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც ღიად ფიქსირდება ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები.
„როგორც ჩანს, ესტონეთის ელჩმა სომხეთში წასვლის წინ საქართველოში ილიაუნში შეიარა. მან კარგად იცის, რომ დღეს ილიაუნის სტუდენტები აპირებენ აქციის ჩატარებას და ეტყობა გამამხნევებელი სიტყვა შეაშველა, რომ კარგად იხმაურონ და განეწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ.
სამწუხაროა, როცა დასავლელი ელჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად აღმოჩნდება იქ, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ხმამაღლა ცდილობენ აურზაურის ატეხას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1771765285
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი
„თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში - არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით“, - წერს სოციალურ ქსე...
1771763166
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძეეუთო-ს საპარლამენტო...
1771762991
მსოფლიოპიტერ სიიარტო: ბუდაპეშტი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მიღებას დაბლოკავს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ორშაბათს ბუდაპეშტი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მიღებას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში და...
1771761631
ახალი ამბებიიტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე...
1771759912
ახალი ამბებივახტანგ თოფურია გერმანიის ელჩს ფრიდრიხ მერცისთვის „პინოქიოს“ წოდების გამო, გერმანელი პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შეფასებას სთხოვს: უნდა ვუწოდოთ ამას ონლაინ მეთვალყურეობის გესტაპო?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს მიმართავს და გერმანელი პენსიონერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეფასებას სთხოვს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც...






























