დავით ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი

„თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში - არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი და ასე აფასებს ნიკოლოზ სამხარაძის გუშინდელი შეხვედრას ეუთოს გენერალურ მდივანთან.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როცა საქართველოზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, ქვეყანამ ჩაკეტვის ნაცვლად, რული, მაგრამ სწორი გზა, დიალოგის წარმოება აირჩია.

„ეუთოს მხრიდან საქართველოში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის ჩვენთვის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი. აღნიშნული ინსტრუმენტი აქტიურდება წევრი სახელმწიფოების მიერ მაშინ, როდესაც ჩნდება სერიოზული შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში ჩვენთან მიმართებით ტენდენციურ და მიკერძოებულ ხასიათს ატარებს.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ყოველთვის აქვს არჩევანი: ჩაიკეტოს, გარედან ჩარევაში დაადანაშაულოს პარტნიორები, თუ შევიდეს მკაცრ ინსტიტუციურ დიალოგში. ნიკოლოზ სამხარაძის გუშინდელი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან მიუთითებს, რომ არჩეული იქნა მესამე გზა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს: საუბარი არ მიმდინარეობდა „თავის მართლების“ პოზიციიდან. აქ საქმე გვაქვს დიალოგის ინიციატივის შენარჩუნების მცდელობასთან იმ საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც (გვინდა თუ არ გვინდა) ფორმირდება შეფასებები და საბოლოო ფორმულირებები.

გარედან ეს შეიძლება ჩვეულებრივ პროტოკოლურ შეხვედრად ჩანდეს, თუმცა რეალურად ეს არის ბრძოლა მომავალი ანგარიშის შინაარსისა და ქვეყნის პოლიტიკური რეპუტაციისთვის. თვით ამ პროცედურის იგნორირება (რაც არ უნდა უსამართლოდ და ანგაჟირებულად აღიქმებოდეს) გააძლიერებდა ჩვენზე ისედაც მომაბეზრებელ ზეწოლას, ხოლო კონფრონტაცია გააფართოებდა კრიტიკოსთა კოალიციას, დუმილი კი. ოპონენტებს მისცემდა მონოპოლიას კიდევ ერთ თავზე მოხვეულ დღის წესრიგზე.

ამავე დროს, ეუთოს გენერალური მდივანი არ არის ამ მექანიზმის ინიციატორი - ფორმალურად, მას წევრი სახელმწიფოები ააქტიურებენ. შესაბამისად, ეს შეხვედრა ჩვენი მხრიდან არა „კონტრშეტევაა“, არამედ ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ - პოზიციური თამაში.

თბილისი გზავნის სიგნალს: ჩვენ ვრჩებით სისტემის შიგნით, არ ვწვავთ ინსტიტუციურ ხიდებს და მზად ვართ სადავო საკითხები განვიხილოთ პროცედურულ ჩარჩოში - არა ქუჩისა თუ მედიის ესკალაციით. შეიძლება ეს არ არის ეფექტური „ცხენის სვლა“, მაგრამ ცივი გათვლა რისკების მინიმიზაციისთვის, ნამდვილად არის. საქართველოს ირგვლივ მრავალწლიანი რთული "საჭადრაკო პარტიის" პირობებში, ასეთი ხაზი პრაგმატულად გამოიყურება. ქვეყანა არ მიდის თვითიზოლაციის მიმართულებით, ამავდროულად არც დიპლომატიურ არხებს უარყოფს საბოლოოდ. იგი ცდილობს ერთდროულად შეინარჩუნოს სუვერენული რიტორიკა და ინსტიტუციური ჩართულობა საკუთარი სახელმწიფოებრივი პოზიციების დასაცავად. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება ანგარიშის შინაარსსა და პარტნიორების შემდგომ რეაქციაზე, თუმცა, უკვე ახლა ნათელია: არჩეულია მართვადი კონფრონტაციის კურსი და არა, ვითარების ემოციური ესკალაცია. ჭადრაკში ამას პოზიციის შენარჩუნების თამაში ეწოდება - ზედმეტი ხმაურის გარეშე, მაგრამ შემდეგი სვლის გააზრებული გათვლით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771761631

ახალი ამბები

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე...

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

1771759912

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია გერმანიის ელჩს ფრიდრიხ მერცისთვის „პინოქიოს“ წოდების გამო, გერმანელი პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შეფასებას სთხოვს: უნდა ვუწოდოთ ამას ონლაინ მეთვალყურეობის გესტაპო?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს მიმართავს და გერმანელი პენსიონერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შეფასებას სთხოვს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც...

ვახტანგ თოფურია

1771758019

ახალი ამბები

სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნ...

არჩილ ტატუნაშვილი

1771753857

ახალი ამბები

გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება

გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი საქართველოს მთავრობის მიერ სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს....

გურჯაანის მერი

1771751469

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, ს...

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგები