იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების ჩართვას საქართველო-იტალიის გაცვლით პროგრამაში. პროექტი 1997-2007 წლებში მოქმედი მოდელის მსგავსი იქნება, რომლის ფარგლებშიც ასობით დევნილმა ახალგაზრდამ შეძლო იტალიაში გამგზავრება და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა.

დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც სხვადასხვა ფორმატის პროექტებით განხორციელდება.

„ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავად ვიყავი მისი მონაწილე და პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს მსგავს ინიციატივებს მოზარდების განვითარებისთვის.

ამ პროექტის აღდგენა უმნიშვნელოვანესი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტია, მათ განვითარების მეტი შესაძლებლობა და ევროპული პერსპექტივები შევთავაზოთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ევროპარლამენტარის თქმით, გიორგი ჯინჭარაძესთან შეხვედრამ მას წლების წინანდელი გამოცდილება გაახსენა.

„ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან შეხვედრა, რომელიც მახსენებს წლების წინანდელ გამოცდილებას, როდესაც სიცილიელმა ოჯახებმა აფხაზეთიდან დევნილ ასობით ბავშვებს უმასპინძლეს. გიორგი ერთ-ერთი იყო ამ ბავშვებიდან. მიხარია, როცა ვფიქრობ, რომ სტუმართმოყვარეობის ეს ჟესტი გადაიქცა ბევრი ახალგაზრდისთვის შესაძლებლობად“, - განაცხადა ლეოლუკა ორლანდომ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მადლიერების ნიშნად, წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტარი მადლობის სიგელით დააჯილდოვა, ლეოლუკა ორლანდომ კი გიორგი ჯინჭარაძეს საჩუქრად გადასცა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტსა და საქართველო-იტალიის მეგობრულ ურთიერთობებს ეძღვნება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771751469

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, ს...

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგები

1771748868

ახალი ამბები

ბორის ჯონსონი: ბრიტანეთმა უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად ახლავე უნდა გაგზავნოს

„დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად“, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა ბორ...

მსოფლიო

1771748069

ახალი ამბები

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები მილანის ოლიმპიურ სოფელში ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

მილანის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი...

ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები

1771746673

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ვინც გვიკბენს, კბილები ჩაემტვრევა

ნგრეთის პრემიერი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. განცხადება ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის მხარდაჭერე...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი

1771744439

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული მ.თ. და 1997 წელს დაბადებული ს.ბ...

დაკავება, პოლიცია