დიმიტრი ხუნდაძე: გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, მან გააკეთა დიფერენცირება ავტომობილების წლოვანების მიხედვით. ხუნდაძის სიტყვებით, კარგია, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და საკითხი პარლამენტში განიხილება:
„რაც შეეხება იმას, რომ დადგენილება გაუქმდა, ცალსახად კარგია. მე მადლობა გადავუხადე კიდეც პრემიერს ამის გამო. ორი დადებითი მომენტია: ერთი ის, რომ აკრძალვას ჯობია არჩევანის დატოვება მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე მნიშვნელოვანია, თუ რა სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული“, - განაცხადა დეპუტატმა.
ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეკოლოგიასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა თუ კანონი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სწორად დაგეგმილი.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ხალხის ძალამ“ პოზიცია მაშინაც გამოვხატეთ, როცა გაჟღერდა ინიციატივა, რომ უნდა აკრძალულიყო 6 და მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რეგულაცია თუ დადგენილება უნდა აღწევდეს მიზანს. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით ესაა პრობლემური საკითხი და გარემოზე ზრუნვა აუცილებელია. პროფესიიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩემი პირდაპირი ან ირიბი ვალდებულება იყო. შესაბამისად, შეუძლებელია ვეწინააღმდეგებოდე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მთავარია, ეს სწორად გავაკეთოთ და მგონია, რომ ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებს არასწორად ვუდგებით. მახსოვს, როცა უანგარო დონაციის შესახებ კანონპროექტის გადავადება მოვახდინეთ ჯანდაცვის კომიტეტში, დავსვი შეკითხვა - ხომ არ გამოიწვევდა შემოთავაზებული მიდგომა დეფიციტს. გავიდა რაღაც დრო და მივედით იქამდე, რომ ცხადი გახდა: იდეა და მიზანი კარგი იყო, თუმცა ვერ გავედით შედეგზე, რომლის მიღწევაც გვინდოდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, რომ დადგენილება გაუქმდა, ცალსახად კარგია. მე მადლობა გადავუხადე კიდეც პრემიერს ამის გამო. ორი დადებითი მომენტია: ერთი ის, რომ აკრძალვას ჯობია არჩევანის დატოვება მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე მნიშვნელოვანია, თუ რა სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული. მეორე კარგი დეტალი კი ისაა, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და საკითხს ახლა პარლამენტი იხილავს. პირველად, როდესაც მე კმაყოფილება გამოვხატე და შემდეგ, როცა დეტალები გახდა ცნობილი, ვნახე, რომ სატარიფო გადასახადი კუბატურაზე იმდენად მაღალია, რომ ეს არა შემზღუდავი, არამედ ამკრძალავი მექანიზმია. ანუ შეზღუდვა უნდა იყოს იმისთვის, რომ წავახალისოთ ავტოპარკის გაუმჯობესება, მაგრამ როდესაც ასეთი ტარიფი შემოდის, ეს ფაქტობრივად აკრძალვას ნიშნავს.
ჩვენ გვინდა, რომ ამ მსჯელობაში ჩავერთოთ და სწორად დავგეგმოთ პროცესი. ამ სატარიფო ნაწილზეც გვაქვს შემოთავაზება. ეფექტი ამას ვერ ექნება, რადგან როდესაც ამკრძალავი გადასახადი შემოდის, გამოდის, რომ 6–9 წლამდე ავტომობილების საფასური იგივე იქნება, რაც 0–6 წლამდე დიაპაზონში მანქანის ღირებულება.
ჩვენს საზოგადოებაში მოსახლეობის უმეტესობა თავისი შემოსავლებით ვერ ყიდულობს ამ ღირებულების მანქანას. 0–6 წლამდე ასაკის ავტომობილები დაახლოებით 5%-ს შეადგენს შემოყვანილი ავტომობილებიდან. დაახლოებით 80 000 ავტომობილი წელიწადში რჩება ქვეყნის შიგნით - რეექსპორტს არ ვგულისხმობ. ამ ცვლილებების შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობა ამასაც ვერ შეძლებს. ანუ ფაქტობრივად ამოვარდება 0–6 წლამდე ასაკის მანქანები მოსახლეობისთვის, შემდეგ კი 6–9 წლამდე ასაკის ავტომობილებიც.
შედეგად, ძველი ავტოპარკი უფრო დიდხანს დარჩება და ხელოვნურად გაგრძელდება მისი სიცოცხლისუნარიანობა, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ავტოპარკის კიდევ უფრო დაბერებას. ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვეთის მაღალი ხარისხის გამო ძველი ავტომობილები ეკოლოგიურ გარემოს აბინძურებენ. რა თქმა უნდა, ცვეთის გამო გარემო ბინძურდება, მაგრამ ამას მხოლოდ ასაკი არ განაპირობებს. მინახავს დაბალი ასაკის ავტომობილიც, რომელიც ძლიერ კვამლს გამოყოფს, და არსებობს 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებიც, რომლებიც ტექნიკური დათვალიერებით დადასტურებულია, რომ გარემოს არ აბინძურებს.
თუ საუბარია ცვეთაზე, მაშინ რატომ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები? სატვირთო ავტომანქანებს ხშირად უფრო მაღალი ცვეთა აქვთ და შესაბამისად უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს.
შესაძლოა განვიხილოთ ტარიფის გაზრდა, მაგრამ არა 4.5 ლარამდე. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შემზღუდავი და არა ამკრძალავი ოდენობა - ისეთი, რომელიც წაახალისებს განახლებას და არა აკრძალვას. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ამას აჩვენებს. არ მგონია, ვინმეს არ სურდეს ახალი ავტომობილის ყიდვა.
გაუგებარია 0-დან 6 წლამდე სატარიფო განაკვეთს რატომ ვზრდით? დავუშვათ, ეს მაღალი შემოსავლის მოქალაქეებზეა გათვლილი, რომელთაც აქვთ საშუალება, გადაიხადონ კონკრეტული თანხა - თუ მაინცდამაინც ამ პრინციპით ვუდგებით. ვფიქრობ, მიზნისთვის ესეც არასწორია. გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7-8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10 წლამდე - 2.5 ლარი, ხოლო 11-დან 12 წლამდე - 3 ლარი. ასე მოვახდენთ დიფერენცირებას. მიდგომა ერთდროულად იქნება ობიექტურიც და შედეგზე გათვლილიც. არავის არ მივადგებით ცულით და ცუდი ეფექტიც არ დადგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საკითხის მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ, ხუნდაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკითხის კენჭისყრა წარმოდგენილი რედაქციით მოხდებოდა, მაგრამ სამომავლოდ მზად არიან, იმსჯელონ საკითხზე და ყველა ინიციატივა თუ პოზიცია ცვლილებების მიღების პროცესში განიხილონ.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































