დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია:

„განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძე იხსენებს ილია მეორის განუზომელ ღვაწლს ერისა და ეკლესიის წინაშე.

„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს და მთლიანად ჩვენს სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის გარდაცვალებას. თითქმის ნახევარი საუკუნე უწინამძღვრა ერის სულიერ გზას საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ურთულესი გზა გაიარა და ალბათ ბევრისთვის შეუძლებელიც. ჩვენმა უწმინდესმა შეძლო, სარწმუნოებრივად ყველაზე რთულ პერიოდში, ქართული ეკლესია ეპარქიების დონეზე, მთელ საქართველოში ჩამოეყალიბებინა, რწმენა გაეძლიერებინა ერშიც და ბერშიც და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოეპოვებინა. განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს. ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773824642

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალი...

პროკურატურა

1773824414

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

საპატრიარქო საპატრიარქო

1773823472

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1773823319

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...

სოზარ სუბარი

1773823282

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...

ირაკლი კირცხალია