პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავე ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1773824414
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
1773823577
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია: „განუზომ...
1773823472
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...
1773823319
საზოგადოებასოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...
1773823282
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება
რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...



























