სოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს.

ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა:

„49 წლის განმავლობაში იყო ილია II ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

სუბარის სიტყვებით, დღეს დროა, რომ მთელმა საქართველომ ილოცოს ილია მეორის სულისთვის.

„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო!

49 წლის განმავლობაში იყო ილია II ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.

უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს.

მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად.

დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის.

უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ!

თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს!“ - წერს სოზარ სუბარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773824642

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალი...

პროკურატურა

1773824414

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

საპატრიარქო საპატრიარქო

1773823577

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია: „განუზომ...

ააა

1773823472

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1773823282

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...

ირაკლი კირცხალია