ანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მათ შორის პატრიარქის დაკრძალვის თარიღის შესახებ.

„სინოდი შეიკრიბება 14:00 საათზე, ესაა საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა პროცედურაზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში. დანარჩენ დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებთ მას შემდეგ, როგორც კი დაადგენს სინოდი“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ილია მეორე, შესაძლოა, სიონის ტაძარში დაკრძალონ, რაზედაც ჯაღმაიძემ უპასუხა: „დიახ, არის ამის შესახებ ცნობა, თუმცა, როგორც წესი, ეს სინოდმა უნდა დაადგინოს. დაკრძალვის თარიღთან დაკავშირებითაც სინოდის დასრულების შემდეგ შევიტყობთ“.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.

„დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო“ - დასძინა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773824414

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება

2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

საპატრიარქო საპატრიარქო

1773823577

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია: „განუზომ...

ააა

1773823319

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მთელი ცხოვრება იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია - სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს. ის წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს,...

სოზარ სუბარი

1773823282

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდ...

ირაკლი კირცხალია

1773822455

საზოგადოება

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სიტყვები ნუგეშს სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორი...

გაერო გაერო