პრეზიდენტი პატრიარქზე: ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში, უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ.
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
1773826297
საზოგადოებათბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. ილია მეორემ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი გზა, გააერთია...
1773824642
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალი...
1773824414
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
1773823577
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია: „განუზომ...
1773823472
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: არის ცნობები ილია მეორის სიონის ტაძარში შესაძლო დაკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადას...


























