დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს

ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს, - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეძლო მხოლოდ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

„მატყუარა ტელევიზიამ სამი თვე იწვალა სიუჟეტის გასაკეთებლად და რასაც თავი მოაბა, ეგაა. ტყუილს ტყუილი დააშენა და კომენტარებიც ისე დაჩეხა, ბოლოს „აჯაფსანდალიც" არ გამოუვიდა. საკუთარ ეზოში ერთი ავტომობილის, ძველი ფარეხის კანონიერი რეაბილიტაცია, რომლის ყველა პროცედურა დაცულია და ერთი კი არა, ორი ნებართვა არსებობს, მათ უკანონო, ახალ, გრანდიოზულ მშენებლობად გაასაღეს, არარსებული ჯარიმა მოგვაწერეს და სკანდალისთვის, როცა თავადაც მიხვდნენ, რომ საკმარისი ვერ იქნებოდა, სადაც კი ვინმეს შესაძლო გადაცდომა იპოვეს, ჯიუტად ცდილობდნენ, ყველაფერი ჩემთვის „მოეწერათ". მათ სისაძაგლეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ჩემი რეპუტაციის შელახვის სხვა მსურველების ქმედებას, რომლებიც სხვისთვის გათხრილ ორმოში ხშირად თავად ვარდებიან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს. ისე, ცნობისთვის, ქართულ სასაუბრო ენაში „დოლენჯი" ტყუილს, სისულელეს და არასერიოზულ საქციელს ნიშნავს,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773509804

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი დავით დარჩიაშვილს: თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი?

თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი? თქვენ თქვით, ბოლო ფრაზა რაც იყო, რომ ის ცენტრები, რომლებიც არსებობს და რომელთა მიმართაც პატივისცემა გაქვთ, თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას...

შალვა პაპუაშვილი

1773506774

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი - დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია რეალობას, ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია

დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, – ამის შესახებ საქართვე...

მაკა ბოჭრიშვილი

1773506467

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი - „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ვიზიტიდან ორ დღეში მომზადდა, რაც მცირე დროა ინფორმაციის გადასამუშავებლად, ეს აჩვენებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი 23-მა ქვეყანამ როდესაც დააყენა, გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მექანიზმისა და ეუთო-ს გამოყენების მცდელობა, რათა წინასწარ მომზადებული დასკვნები გაეკეთებინა...

მაკა ბოჭორიშვილ

1773506079

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს

ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატე...

შალვა პაპუაშვილი

1773505425

მსოფლიო

ტრამპის თქმით, საუდის არაბეთში აშშ-ის მფრინავ ტანკერებზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა ზიანი მინიმალურია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის აეროპორტში ხუთ ამერიკულ მფრინავ ტანკერზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა მათ მინიმალური, ან „ფაქტობრივად არანაირი“ ზიანი არ მიადგა. ტრამპ...

ტრამპიტრამპი