შალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ
ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ცნობილია.
„მოკლედ რომ აღვწეროთ ეს მექანიზმი, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ ბლიც-მექანიზმი, სულ რამდენიმე კვირა, სამი კვირა იყო თუ არ ვცდები, რაც გაგრძელდა.
ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა - დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ადამიანი ყველაფერში კომპეტენტურია. შემდეგ ჩვენ გვქონდა ჩვენი კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა. 100-გვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა თუ კომენტარი საქართველოს მთავრობის მხრიდან სამშაბათს და ხუთშაბათს ეს დასკვნა გამოვიდა უკვე სხდომაზე. ანუ, ერთი დღეც კი არ დაიტოვა ექსპერტმა, რომ წაეკითხა 100-გვერდიანი პასუხი, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რამე კორექტივი შეეტანა თუ არა.
ამას მოჰყვა შემდეგ მეორე ნაწილი, ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. ის გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული და მის კურატორობაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის საბჭოს წევრი. იყო პოლონეთის მხრიდან წარდგენილი შარშან გაეროს წამების კომიტეტში. ანუ, მთლიანად არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან დაკავშირებული პირი და ჰოი საოცრებავ, ჩვენ ვიცით, რომ ეს მექანიზმი დააინიციირა პოლონეთმა, შემდეგ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომ მისი კანდიდატი ყოფილიყო ექსპერტად წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენ ვიცით. ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს და მან საჯაროდ განაცხადა რამდენიმე თვის წინ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი. ეს ჩვენ ვიცით, ერთი. ასევე ვიცით ჩვენ პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რომ იყვნენ ჩამოსულები მიხეილ სააკაშვილთან და წინდით გაჰქონდათ უჩუმრად ნიმუშები. ასე, რომ ესეც ცალკე საკითხია, რომელიც იწვევს ეჭვს, შინაარსს რომ თავი დავანებოთ.“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1773509804
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი დავით დარჩიაშვილს: თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი?
თქვენი ხედვა და პერსპექტივა ხომ არ არის შემოსატრიალებელი? თქვენ თქვით, ბოლო ფრაზა რაც იყო, რომ ის ცენტრები, რომლებიც არსებობს და რომელთა მიმართაც პატივისცემა გაქვთ, თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას...
1773506774
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი - დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია რეალობას, ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია
დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, – ამის შესახებ საქართვე...
1773506467
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი - „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ვიზიტიდან ორ დღეში მომზადდა, რაც მცირე დროა ინფორმაციის გადასამუშავებლად, ეს აჩვენებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი 23-მა ქვეყანამ როდესაც დააყენა, გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მექანიზმისა და ეუთო-ს გამოყენების მცდელობა, რათა წინასწარ მომზადებული დასკვნები გაეკეთებინა...
1773506079
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს
ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატე...
1773505425
მსოფლიოტრამპის თქმით, საუდის არაბეთში აშშ-ის მფრინავ ტანკერებზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა ზიანი მინიმალურია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის აეროპორტში ხუთ ამერიკულ მფრინავ ტანკერზე დარტყმები განხორციელდა, თუმცა მათ მინიმალური, ან „ფაქტობრივად არანაირი“ ზიანი არ მიადგა. ტრამპ...































