მაკა ბოჭორიშვილი - დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია რეალობას, ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია
დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.
„ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა ვიხილეთ, ჩვენ რომ ასე გვევლო, დღეს შეიძლება, საქართველო აღარ ყოფილიყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ მოვუსმენთ მოსაზრებებს, რასაც აჟღერებენ ადამიანები, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ამოძრავებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“. ამასთან, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.
1773501216
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
„შესაძლოა, საქართველოს განხილვა ორშაბათს არა იმდენად „საქართველოს კრიზისს“ ეხებოდეს, რამდენადაც ბრიუსელის მცდელობას, შეინარჩუნოს გავლენის ბერკეტები რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვაჭრო...
1773500706
ახალი ამბებიცხინვალში ახალგაზრდა კაცი გაზის ნამწვით მოიწამლა
20 წლის ახალგაზრდა კაცი ცხინვალში გაზის ნამწვით მოიწამლა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი მრავალსართულიან სახლში, გმირთა ქუჩაზე მოხდა. „დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მი...
1773500544
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში მედიასთან შეაფასა. „აღმოჩნდა, რომ ე...
1773498617
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას - გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, „თინა ტაივანელის" განცხადებები
ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს - ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხა...
1773498017
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე. აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები
ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე, აღარ მთავრდება ეს დაუსრულებელი ტელესერიალები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოს...































