ძმებ კაკულიებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუგა და დავით კაკულიები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ გაიზიარა, კერძოდ, ძმებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების ნაწილში მოსამართლემ ძმები მხოლოდ იარაღის ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

კაკულიები დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო კვეთაში.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს.

ძმები კაკულიები თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემდეგ დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 1 პირს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ფლობდნენ იარაღს.

მათ ბრალდება ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის მუხლებით წარედგინათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ოთხი დის საფიცარო, როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს და დედაშენს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760553811

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა

„გუშინ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას 51-ე ადამიანად შეუერთდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწი...

ირაკლი კობახიძე

1760550312

ახალი ამბები

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება ყველა სადგურზე განახლდა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დროებ...

სამგორის მეტრო

1760550174

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და „ნაცმოძრაობის“ სხვა ყოფილი ლიდერები აქტიურად იყვნენ ჩართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა

არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რ...

დავით მათიკაშვილი

1760548734

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიაზე: ის არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები

„ის არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბ...

 არჩილ გორდულაძე

1760545609

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: თუ ეს ომი არ დასრულდება და მოკლევადიან პერიოდში მშვიდობისკენ გზა არ გამოჩნდება, აშშ და ჩვენი მოკავშირეები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა რუსეთს მის განგრძობად აგრესიაზე დააკისრონ შედეგები

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა მკაფიო და მკაცრი მესიჯით მიმართა რუსეთს. „თუ ეს ომი არ დასრულდება და მოკლევადიან პერიოდში მშვიდობისკენ გზა არ გამოჩნდება,...

პიტ ჰეგსეტი