ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ნახეს, რომ გეგმა ჩავარდა და დღეს უკვე საკუთარ გეგმას ემიჯნებიან, ესპანეთში ისვენებს სოფო ჯაფარიძე, როდესაც მისი თანამებრძოლები ციხეში არიან, ნაცის ღირსებაზე მეტყველებს ეს ყველაფერი

„ალბათ კიდევ უფრო გაფართოვდება დაკავებულების სია, რადგან არსებობს ღია მტკიცებულებები ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, ვიდეოკადრებიც, საუბარია ძალადობაში უშუალოდ ჩართულ პირებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ გვარებზე, მათ შორის, ახალაიაზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს გამოძიების საქმეა.
„გახსოვთ, იგივე სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი, მის უკან იდგა პარტიის მთელი ხელმძღვანელობა, იქ დააანონსა მან ეს მშვიდობიანი დამხობა და ამ აქციის მხარდაჭერა. პირდაპირ კადრები არსებობს, მერე წაშალა ფეისბუკიდან, თუმცა დაავიწყდა, რომ ასე მარტივად არ იშლება დღევანდელი ციფრული სამყაროს პირობებში ინფორმაცია. ეს ხომ ფაქტია და ეს ფაქტი გამოძიებასაც ხომ აქვს. ეს ფაქტი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოსაც და ყველა შესაბამის ინსტანციას. მათი გეგმა ჩავარდა და დღეს ემიჯნებიან ამ გეგმას, ესპანეთში ისვენებს სოფო ჯაფარიძე და რომ არ გამიჯვნოდა, ციხეში იჯდებოდა, რად უნდა ციხეში წასვლა, ურჩევნია, ესპანეთში დაისვენოს, როდესაც მისი თანამებრძოლები დღეს ციხეში არიან. ნაცის ღირსებაზე მეტყველებს ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც გამზადებული იყო სასახლეში შესასვლელად, დღეს ემიჯნება ამ ყველაფერს. ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე და არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასთან დაკავშირებით. როგორც კი ნახა, რომ ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნა. როგორც კი ნახა, რომ სპეცრაზმმა მოიგერია შტურმი, მაშინვე გაემიჯნა. გამზადებული იყო შესასვლელად, იქვე, შორიახლოს იმყოფებოდა და როდესაც ნახა, რომ სპეცრაზმმა მოიგერია შტურმი, შეჭრის მცდელობა, მერე უკვე გაემიჯნა. იგივე გააკეთა სოფო ჯაფარიძემაც და ბატონი გუბაზის ვაჟმაც”, - განაცხადა პრემიერმა.
1760558104
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში
„მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...
1760558012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში
„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ...
1760557909
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით
სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...
1760557858
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება
კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1760557757
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის
საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...