ირაკლი კობახიძე: ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

„ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი, მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქციები, რაც იმართება რუსთაველის გამზირზე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის გაგრძელება, ვინც იქ მიდის, ყველა მივიდა დამხობის აქციაზეც და იმის ლოგიკური გაგრძელებაა.
„წარმოიდგინეთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე. თავისთავად ეს ადამიანებიც ხომ ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით. ეს ადამიანებიც ძალადობენ, რადგან კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხომ რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატომ გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტო 50 ან თუნდაც 300 კაცით, რადგან არ შეიძლება, უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხომ მოძალადეები არიან. როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავადაც შეგიძლიათ, შეაფასოთ რას ნიშნავს. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველ ჯერზე ასეთი რამ - ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი. მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1760558104
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში
„მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...
1760558012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში
„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ...
1760557909
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით
სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...
1760557858
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება
კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1760557757
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის
საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...