ირაკლი კობახიძე: ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად

„ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი 2 შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს - ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს. ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760558104

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში

„მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1760558012

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში

„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ...

ირაკლი კობახიძე

1760557909

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...

გიორგი ვოლსკ

1760557858

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება

კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმ...

გიორგი ვოლსკ

1760557757

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის

საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...

შალვა პაპუაშვილი