გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

მიქანაძის თქმით, გიორგი გახარიამ უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა.

„მე მაგალითად თქვენ ადგილას შემრცხვებოდა, მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ.

წლების მანძილზე პოლიციის აკადემიაში აწყობილი იყო უმაღლესი მიმართულების პირველი და მეორე საფეხური. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მაშინ ვიყავი პოლიციის აკადემიის რექტორი. ვემზადებოდით, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, შემოგვეტანა საპოლიციო უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სადოქტორო პროგრამა. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა. გახარიას მოსმენა როდესაც იყო პარლამენტში, ისე რომ ამის შესახებ არც მე ვიცოდი და არცერთმა სტუდენტმა, რომელიც პოლიციის აკადემიაში უმაღლესის პირველ და მეორე საფეხურზე სწავლობდა, პირდაპირ განაცხადა, რომ უმაღლესის მიმართულების გაუქმებას აპირებდა, რასაც ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. რომ დაინახა ეს პროცესი, შეეშინდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადათქვა და შემოუთვალა ახალგაზრდებს, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება, ყველაფერი შენარჩუნებული იქნებაო. რამდენიმე თვეში გააუქმა.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში რომ არ არის უმაღლესი განათლების მიმართულება და მინისტრი თავიდან აწყობს მთელ ამ მიმართულებას, ეს არის თქვენი გაქცეული ლიდერის დამსახურება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779965070

საზოგადოება

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კა...

კახა კალაძეკახა კალაძე

1779964448

საზოგადოება

შიო მესამე: უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას

გილოცავთ ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობ მის წმინდა საფლავთან მოსვლით და აქ ლოცვით. ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქ...

შიო მესამე

1779964294

საზოგადოება

ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივ...

ნინო წილოსანი

1779962863

მსოფლიო

რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტს ხელი ყაზახეთში...

რუსეთი ყაზახეთი

1779962789

საზოგადოება

8 200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდვრით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასა...

პომიდორი