გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ფორმებთან დაკავშირებით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ფარგლებში დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს - პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული - არსებობს საბანკო გარანტიების მოთხოვნა, ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე - 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე - შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც.
ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გვინდა, რომ ქართული ბაზარი აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ფორმების წარმოებაში, შეიქმნას კონკურენცია, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, დიზაინს უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის. საბოლოოდ კი, სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო XI კლასში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თქმით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს. კერძოდ, საბაზო ცოდნა მოსწავლემ სრულად უნდა მიიღოს საბაზო საფეხურზე, ხოლო X-XI კლასებში უკვე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფილურ და მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში. უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც სკოლის მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პარალელურად აერჩიათ პროფესიული კოლეჯებიც. გამოცდების დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკვე მიღებული შედეგებისა და ინტერესების საფუძველზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებენ სწავლას.
რაც შეეხება XII კლასს, ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად. ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება. ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და სკოლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზების მნიშვნელობაზე.
„ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ბოლო წლებში ეტაპობრივად იზრდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, სკოლაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო გარემო და სტაბილური ანაზღაურება.
მიმდინარეობს სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის დატვირთვის დამატებით შეფასებას და სკოლის განვითარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. აღნიშნული მოდელი, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება ინდივიდუალურად როგორც სკოლის, ისე მასწავლებლის დაფინანსების საჭიროებებზე.
რაც შეეხება მასწავლებლებს, 2024 წლიდან დაიწყო ახალი სახელფასო სისტემის დანერგვა, რომელიც გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. ახალი მოდელის ფარგლებში ყველა მასწავლებელს აქვს ვალდებულება, დაადასტუროს იმ საგნის კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის ან რომლის სწავლების სურვილიც აქვს. ანაზღაურება კი დაკავშირებულია რეალურ საათობრივ დატვირთვასთან.
პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი კადრების სისტემაში შემოყვანის პოლიტიკაზეც. მათ შორის, მნიშვნელოვანია 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა მობილიზება, სარეზერვო ბაზების შექმნა და ისეთი პროგრამების გაფართოება, როგორიცაა „ასწავლე საქართველოსთვის“. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, სისტემაში მოვიზიდოთ ახალი თაობის მასწავლებლები, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედ პედაგოგებს შევუქმნათ მეტი მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
1779966486
საზოგადოებაგივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა
მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარია...
1779965070
საზოგადოებაკახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კა...
1779964448
საზოგადოებაშიო მესამე: უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
გილოცავთ ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობ მის წმინდა საფლავთან მოსვლით და აქ ლოცვით. ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქ...
1779964294
საზოგადოებანინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივ...
1779962863
მსოფლიორუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დოკუმენტს ხელი ყაზახეთში...



























