ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით, იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაცია.
ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა და ქვეყანა ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. „მინდა გამოვეხმაურო პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც საქართველოს მიმართ კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ერთი დღითაც არ შენელებულა. საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. სწორედ ესაა ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც პირველ რიგში ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და ამავდროულად ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს.
პირველ რიგში, აქ ვგულისხმობ გამჭვირვალობის შესახებ კანონს და იმ ღირებულებების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიმართულ მცდელობებს, რომლებიც ჩვენ ავსახეთ ოჯახური ღირებულებების კანონში. ეს არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის გამოვლინებაც ჩვენ ვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის დეკლარაციის სახით.
თუ ვინმე არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და თუ სადმე შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის სწორედ ევროკავშირი, რომელმაც 2024 წლის ივნისში შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი. ესაა სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩანს, ევროკავშირის მესვეურებს არ სურთ მოისმინონ ოფიციალურ დონეზე გაჟღერებული საქართველოს არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფა მათ არ შეუძლიათ.
სწორედ ასეთი არგუმენტები დაუპირისპირა მათ ჩვენმა დელეგაციამ ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სწორედ ჩვენს მიერ გაჟღერებული განცხადებების შედეგი იყო ის, რომ როდესაც ეს უსამართლო დეკლარაცია მიიღო ჰააგაში საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრთან მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ერთგვარად გვებოდიშებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან „ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“. მაგალითად, პირადად მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც და ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმებოდნენ საქართველოს პოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ შესწევდათ ძალა ამის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინათ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
1783779935
ახალი ამბებიქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგად სამხედრო მოსამსახურე...
1783778665
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა: ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება
„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნ...
1783776359
ახალი ამბებიგურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაღუპულია 70 წლამდე ქალი
გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. მ...
1783773798
ახალი ამბებიშარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
„ამაზე მდაბალი „გაპრავება“ გინახავთ?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ესტონეთის მოქალაქის მიერ თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან მოშარდვის შემთხვევის „ტაბულას“...
1783773735
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...






























